15 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
"მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს ოპონენტებს, რომ ზიზღის, დეზინფორმაციის, ძალადობის, ცილისწამების კამპანია აღვივებს საზოგადოებაში უთანხმოებას" - არჩილ თალაკვაძე

მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება პოლიტიკურ სპექტრში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ძალადობას გმობს და მიმართავს ოპოზიციას, რომ ზიზღის, დეზინფორმაციის და ცილისწამების კამპანია შეწყვიტოს, რადგან ის ძალადობას ახალისებს.

"არსებობს რუსული გეგმა და ამ რუსული გეგმის ნაწილი არის რადიკალური ოპოზიცია. დღეს, როდესაც ოპოზიციაშია და რუსული გეგმის ნაწილი იყვნენ ისინი, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში. ჩვენთვის მიუღებელია ძალადობა და ძალადობით რაიმე ურთიერთობის გარკვევა პოლიტიკაში. არც ბატონი მშვილდაძე არ არის ჩვენი ოპონენტი და მას არ მივიჩნევთ, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში ჩვენს ოპონენტად და მასთან არაფერი ჩვენ გასარკვევი არ გვაქვს. მას აქვს თავისი ხედვები და სერიოზული კომენტარების გაკეთება მის განცხადებებთან დაკავშირებით არ მიმაჩნია საჭიროდ. მიუღებელია ძალადობა და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულზე მოხდება სათანადო რეაგირება. მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს ოპონენტებს, რომ ზიზღის, დეზინფორმაციის, ძალადობის, ცილისწამების კამპანია აღვივებს საზოგადოებაში უთანხმოებას," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

 

ავტორი: ანუკა ბუავა. 

დღის ამბები