ე.წ. სანქციების ჯგუფის წევრები თბილისში გამართულ შეხვედრებს რამდენიმე წუთში მედიასთან შეაჯამებენ. ამერიკელი და ბრიტანელი დიპლომატების ვიზიტს კიდევ ერთხელ აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები.
"ნაციონალურ მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული არქიტექტურის ნაწილი იყოს, "რუსული რეჟიმის" პირობებში, რუსეთზე დაკისრებული სანქციების თავის ასარიდებლად ყველაფერი საპირისპიროდ ხდება.
"სწორედ ამიტომ ვხედავთ ასეთი მაღალი დონის ვიზიტებს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იმიტომ, რომ მათთვის სანქციების პოლიტიკა და ის არქიტექტურა, რომელიც შეიმუშავა დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ, არის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი რუსეთთან მიმართებაში. ნაცვლად იმისა, რომ საქართველო ამ არქიტექტურის ნაწილი იყოს, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული რეჟიმის პირობებში პირიქით - ყველაფერი კეთდება საპირისპიროდ და საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ხდება, სწორედ, რუსეთზე დაკისრებული სანქციების თავის ასარიდებლად," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.