15 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ქართულ მხარეს შევთავაზეთ ექსპერტების ჩამოსვლა, დამატებით ტრენინგების შესაძლებლობა, რათა კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს - კუმარ აიერი

სანქციებისგან თავის არიდება უმეტესად ხდება სახმელეთო საზღვრების გზით და შესაბამისად, ახლა ვართ ფოკუსირებული, რა მექანიზმები შეიძლება, დამატებით იყოს შემოღებული, რომ გამკაცრდეს კონტროლი და მონიტორინგი, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა, კუმარ აიერმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენთან ერთად თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კუმარ აიერს კითხვა დაუსვეს, გაზრდის თუ არა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა სანქციებისგან თავის არიდების რისკს, რაზეც კუმარ აიერმა აღნიშნა, რომ საჰაერო მიმოსვლა იქნება ის მეორე მიმართულება, რომელზეც მონიტორინგი და კონტროლი ასევე უნდა გამკაცრდეს.

"შეკითხვა დაისვა გაზრდის თუ არა პირდაპირი ფრენების აღდგენა სანქციებისგან თავის არიდების რისკებს, მინდა აღვნიშნო რომ უმეტესობა სანქციებისგან თავის არიდება ხდება სახმელეთო საზღვრების გზით და შესაბამისად ახლა ფოკუსირებულები ვართ სწორედ იმაზე თუ რა მექანიზმები შეიძლება დამატებით იყოს შემოღებული რათა გამკაცრდეს კონტროლი და მონიტორინგი იმ საქონლის მიმოსვლის სწორედ სახმელეთო გზით. თუმცა საჰაერო მიმოსვლა იქნება ის მეორე მიმართულება რომელზეც მონიტორინგი და კონტროლი ასევე უნდა გამკაცრდეს. ასევე შეხვედრაზე განვიხილეთ იმ პოზიტიური, საუკეთესო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა რომელიც ბრიტანეთს, აშშ-ს და ევროკავშირს აქვთ ამ მიმართულებით. შევთავაზეთ ექსპერტიზის გაცვლა, ექსპერტების ჩამოსვლა, დამატებით ტრენინგების შესაძლებლობა რათა ეს კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს," - განაცხადა კუმარ აიერმა.

დღის ამბები