15 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
ხაბეიშვილი დაგვემუქრა ხელების დამტვრევით, იქნებ, შეგვატყობინოთ როცა პარლამენტში შემოვა, რათა პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ, ხელებს გავუფრთხილდეთ - დაჩი ბერაიამ შალვა პაპუაშვილს მიმართა

ხაბეიშვილი დაგვემუქრა ხელების დამტვრევით. იქნებ შეგვატყობინოთ, როცა პარლამენტში შემოვა, რათა პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ, ჩვენს ხელებს გავუფრთხილდეთ, – ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა, "ხალხის ძალის" წევრმა, დაჩი ბერაიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.

დაჩი ბერაიას განცხადებით, არ ესმის, როგორ თანხვედრაშია ერთმანეთთან, როცა ხაბეიშვილი ძალადობას გმობს და ამავე დროს ხელების დამტვრევით იმუქრება.

"ბატონო თავმჯდომარევ, ერთ საკითხთან დაკავშირებით მინდა, თხოვნით მოგმართოთ. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხაბეიშვილი დაგვემუქრა ხელების დამტვრევით. არ ვიცი, თან ძალადობას რომ გმობს და თან ხელების დამტვრევით გვემუქრება, ესენი როგორ ჯდება ერთმანეთთან. პრევენციული ღონისძიებები რომ ჩავატაროთ, უკეთესად რომ მოვემზადოთ, იქნებ შეგვატყობინოთ, როცა ხაბეიშვილი შემოვა პარლამენტის შენობაში. დამუქრების შემდეგ არ გამოჩენილა და იქნებ შეგვატყობინოთ, რომ ჩვენს ხელებს გავუფრთხილდეთ და მას არ დავამტვრევინოთ," – განაცხადა დაჩი ბერაიამ.

მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: "ჩვენ მოგვიწევს, აუცილებელი მოგერიების პირობებში, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიას, კობახიძის და ღარიბაშვილისნაირ "ჩმორებს". არ ვაპირებთ არაფრის გატარებას და როცა თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ."

დღის ამბები