15 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
მიშა როდესაც პრეზიდენტი იყო, მაშინაც არ მიუღია ერთპიროვნული გადაწყვეტილებები - გიორგი ბარამიძე

მიშა როცა პრეზიდენტი იყო, მაშინაც კი არ მიუღია ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი იყო, არის და იქნება "ნაციონალური მოძრაობის" უპირობო ლიდერი.

"ის თანამდებობისთვის არ ჩამოსულა საქართველოში. მიშა როდესაც პრეზიდენტი იყო, მაშინ არ მიუღია ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და ახლა მითუმეტეს არ იღებს , არც აქვს ამის სურვილი. არავინ არ იღებს ჩვენთან ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს. ვინც ჩაიბარებს საარჩევნო მარათონს, ეს იქნება არჩეული თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტიკური საბჭო, სამდივნო. პოლიტიკური წონა აქვს "ნაციონალურ მოძრაობას," მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით," - განაცხადა ბარამიძემ.

 

დღის ამბები