15 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
პოლიტიკური ფუნქციონერები, რომლებიც თავად იყვნენ ტელევიზიის დამრბევები, ქონების წამრთმევები და ადამიანის წამებას ამართლებდნენ, თურმე არიან თავისუფალი მედიის ფლაგმანები- არჩილ თალაკვაძე

პოლიტიკური ფუნქციონერები, რომლებიც თავად იყვნენ ტელევიზიის დამრბევები, ქონების წამრთმევები და ადამიანის წამებას ამართლებდნენ, ეს ხალხი თურმე არის თავისუფალი მედიის ფლაგმანი,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით  ხელისუფლება პირნათელია და ყველა, ვინც კი კანონი დაარღვია, დაკავებულია.

"პირველ ფარისევლებსაც გაუხარდებოდათ იმ განცხადებების და იმ დამოკიდებულების, რასაც ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ეს ადამიანები ერთს ამბობენ და სინამდვილეში, აკეთებენ მეორეს. თვითონ არიან ამ ქვეყანაში ძალადობის ნორმალურად გადაქცევის და ძალადობრივი კულტურის დამკვიდრების პირველი მხარდამჭერები.

ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით პირნათელია ხელისუფლება. თითოეულზე იყო რეაგირება, დაკავებულია ყველა, ვინც დაარღვია კანონი. ახლა აქეთ რა ხდება, ამ ქალბატონების და  ბატონების მხარეს, რომლებიც პირდაპირ ცდილობენ, რომ ძალადობა გადააქციონ ნორმალურ მოვლენად ჩვენს ქვეყანაში. ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, პოლიციელებს ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს, ეს ხალხი ყოფილა თავისუფლების ბრძოლის სიმბოლო.  პოლიტიკური ფუნქციონერები, რომლებიც თავად იყვნენ ტელევიზიის დამრბევები, ქონების წამრთმევები, ადამიანის წამებას ამართლებდნენ, ეს ხალხი თურმე არის თავისუფალი მედიის ფლაგმანი. პრეზიდენტი, რომელსაც ვერტიკალური მართვა ჰქონდა ყველაფერზე, სტრასბურგმა თქვა გირგვლიანის საქმეზე, რომ პრეზიდენტის ქვეშ ყველაფერი იმართებოდა ერთი საქმის ჩასაფარცხად-ო.  ეს ხალხი, რომელიც ყოველ დღე ცდილობს, რომ დააკანონოს ძალადობა, ამბობს, რომ შეშფოთებულები არიან ძალადობის რიტორიკით,"-აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

დღის ამბები