სანქციების ჯგუფის ვიზიტი და თბილისში გამართული შეხვედრები კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა. მმართველი გუნდის განცხადებით, კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით დაწესებულ მოთხოვნებს და მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან.
"ჩვენმა პარტნიორებმა საკუთარი თვალით ნახეს, ის, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვსაუბრობთ. საქართველო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით, აქტიურ და ძალიან მჭიდრო კოორდინაციას ჩვენს პარტნიორებთან. კიდევ ერთხელ დარჩნენ გაწბილებული ჩვენი ოპონენტები, რადგან ხშირად გვესმოდა მათი მხრიდან შეფასებები, საფუძველს მოკლებული ბრალდებები და ეს კეთდებოდა მათი ვიწროპოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ამით ისინი აზიანებდნენ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, იმიჯს და მათგან ინსპირირებული გვესმოდა არაერთი ევროპელი პოლიტიკოსის თუ ჟურნალისტის საფუძველს მოკლებული განცხადებები საქართველოსთან მიმართებით. მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ საქართველო ძალზე მჭიდროდ კოორდინირებს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მომავალში, რათა საქართველომ გააგრძელოს იმ შედეგები, რომლებიც გვაქვს. ჩვენი ძალა არის სიმართლეში. საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრია," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.