საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სანქციების ჯგუფის ვიზიტის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალიან დიდ სამუშაოს.
"ვიზიტის ფარგლებში ცხადად იქნა შეჯერებული პოზიცია, რომ ჩვენ შორის არ არსებობს არც ერთი საკითხი, რომელზეც შესაძლებელია იყოს ან აზრთა სხვადასხვაობა ან განსხვავება პოზიციებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალიან დიდ სამუშაოს სანქციებთან მიმართებაში და ასევე ამ სამუშაოს შედეგებს, რომლითაც საქართველო ნამდვილად გამორჩეულია მსოფლიოში." - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებაზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების 2 დღიანი ვიზიტი დასრულებულია. მათ შეხვედრები გამართეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ბიზნესწრეებთან.