სანქციების ჯგუფის ვიზიტს, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა აფასებს და აცხადებს, რომ მოლოდინები, რაც ოპოზიციას ჰქონდა არ გამართლდა და პირიქით, ჯგუფის წევრებმა მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადეს.
"ჩვენი რადიკალი ხელმოცარულების მოლოდინები რა იყო? აი, ჩამოვიდა ჯგუფი, სამაგალითოდ დაგსჯიან, გამხელენ - ეს იყო ამათი ნარატივი, წინასწარი სურვილი და ამოცანა. მაგრამ ჰოი, საოცრებავ - ჩამოვიდნენ და მადლობებს გვიხდიან.
ამ განცხადებებით ჩვენმა პარტნიორებმა ამხილეს ჩვენი რადიკალი ხელმოცარულები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულონ და საზოგადოებაში შეცდომაში შეიყვანონ," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.
სანქციების ჯგუფის ვიზიტი საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. ჯგუფის წევრები შეხვედრებს მართვენ, როგორც სახელისუფლებო გუნდთან, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.