15 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
ეს იყო ვიზიტი მაღალი დონის პოლიტიკოსებისთვის, იმისთვის, რომ მადლობა გადაეხადათ საქართველოსთვის - ლევან დავითაშვილი სანქციების ჯგუფის ვიზიტზე

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ სანქციების ჯგუფის წევრების ვიზიტი იყო მაღალი დონის პოლიტიკოსებისთვის და  იმისთვის, რომ მადლობა გადაეხადათ საქართველოსთვის. 

"ეს იყო ვიზიტი მაღალი დონის პოლიტიკოსებისთვის. იმისთვის, რომ მადლობა გადაეხადათ საქართველოსთვის. მათ შეაფასეს მდგომარეობა და მკაფიო განცხადებები გააკეთეს იმ პარტნიორობის შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან. მხოლოდ სამადლობელო სიტყვები იყო, რადგან საქართველო არის მნიშვნელოვანი მოკავშირე იცით, რომ საქართველოს აქვს უშუალო საზღვარი რუსეთთან და საქართელოსთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი პარტნიორებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი," - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

სანქციების ჯგუფის ვიზიტი საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. ჯგუფის წევრები შეხვედრებს მართავენ, როგორც სახელისუფლებო გუნდთან, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. 

დღის ამბები