15 ნოემბერი 2024,   12:01
ვრცლად
ველით ბოდიშს როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიებისგან და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან, ისე ქვეყნის გარეთ ზოგიერთი პოლიტიკოსისგან - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა ოპაპუაშვილი აცხადებს, რომ სანქციების კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლებას საჯაროდ მადლობა გადაუხადეს იმ ინსტიტუციური სიძლიერისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ დღემდე სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენების არცერთი ფაქტი მომხდარა.  

"ეს უკვე მეორე დარტყმაა ოპოზიციაზე და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილზე. სააკაშვილის ყალბი პროპაგანდის ჩაფუშვისა და ჩაშლის შემდეგ, გუშინ საბოლოოდ წერტილი დაესვა უკვე ერთ წელზე მეტ ხანს მიმდინარე დეზინფორმაციულ კამპანიას როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან, რომ თითქოს, საქართველოს გამოყენებით სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა. გუშინ ამ საკითხში ყველაზე გარკვეული ადამიანები ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთში სანქციების კოორდინატორები იყვნენ ჩამოსულები. მათ საქართველოს ხელისუფლებას საჯაროდ მადლობა გადაუხადეს იმ ინსტიტუციური სიძლიერისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ დღემდე სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენების არცერთი ფაქტი მომხდარა.

დახურულ კარს მიღმაც იყო ამაზე საუბარი და ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მტრობენ საკუთარ ქვეყანას რადიკალური ოპოზიცია, მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები.

ველით ბოდიშს როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიებისგან და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან, ისე ქვეყნის გარეთ ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, რომელიც საქართველოს აბრალებდა, რომ თითქოს, აქ ხდება სანქციების გვერდის ავლა. ჯერჯერობით, სააკაშვილთან დაკავშირებით ბოდიში ვერ მოვისმინეთ, ახლა ეს საკითხიც დაემატა. ორ ბოდიშს ვითხოვთ,” - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები