პარლამენტი ამ წუთებში მეორე მოსმენით განიხილავს "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს. მიმდინარეობს მუხლობრივი განხილვა. დარბაზში დეპუტატები კითხვებს სვამენ. კანონმდებლების ნაწილს აინტერესებს რა შეიცვლება ავტორ-შემსრულებლებისთვის კანონის დამტკიცების შემდეგ.
მომხსენებელი კულტურის კომიტეტის წევრია, რომელმაც განმარტა, რომ ახალი კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ფინანსების გამჭვირვალობას.
"ჩვენ გვინდა, რომ ამ კანონპროექტმა ხელი შეუწყოს დარგების განვითარებას და დღესდღეობით ყველა ევროპულ და პროდასავლურ ქვეყნებში საავტორო უფლებები არის ძირითადი შემოსავალი წყარო შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის. ძალიან შევდივართ მათ მდგომარეობაში და ვცდილობთ, რომ ეს კანონპროექტი მათ ინტერესებს მოვარგოთ. ბოროტად სარგებლობენ იმ ბუნდოვანებით, რაც დღესდღეობით არსებობს კანონმდებლობაში. მაგრამ, ეს მონოპოლია ამ იდეას ეწინააღმდეგება, ეს არ არის კომერციული ორგანიზაცია, ეს არის ავტორების გაერთიანება, რომლებიც ერთად ერთიანდებიან, ჰყავთ მენეჯმენტი და მართავენ მათ უფლებებს," - აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი.