ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წარდგენილი ანგარიში შეაფასეს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, პრემიერის ანგარიში სიცრუესა და მანიპულაციებზე იყო აგებული.
"მისი ანგარიში, თავიდან ბოლომდე, აგებული იყო ან სიცრუეზე, ან მანიპულაციაზე. უმუშევრობა შემცირდა ჩვენი მოქალაქეების უცხოეთში გასვლისა და მათ სანაცვლოდ სხვა ქვეყნის მოქალაქეების, პირველ რიგში, რუსეთის მოქალაქეების ჩანაცვლების გზით. რომ ამბობს, რომ გაიზარდა მშპ, კი, გაიზარდა მშპ, მაგრამ გაიზარდა დავარდნილთან შედარებით,"- აცხადებს რომან გოცირიძე.