15 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
მე გიხდით მადლობას მოსახლეობის 80%-ის სახელით, რომ შეძელით უზრუნველგვეყო მშვიდობა იმ პირობებში, როცა 2022 წლიდან მოყოლებული, ვართ ცეცხლის ალში - ნინო წილოსანი პრემიერს

"მე გეტყვით ჩვენი მოსახლეობის 80%-ის სახელით მადლობას რომ შევძელით, თქვენ უპირველეს ყოვლისა და ჩვენ ყველამ ერთად, რომ უზრუნველგვეყო მშვიდობა იმ პირობებში, როცა ირგვლივ, 2022 წლიდან მოყოლებული, ვართ ცეცხლის ალში და ძალიან დიდი რისკია იმისა, რომ ქვეყანა იყოს ჩათრეული ამ ომში,"- ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენება წარადგინა.

მან მადლობა გადაუხადა პრემიერს იმისთვისაც, რომ ქვეყანა არ არის იმ ქვეყანათა სიაში, რომელთა მეშვეობითაც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა ხდება.

"რადგან ჩვენი ოპონენტები არ გეტყვიან მადლობას იმისთვის, რომ სანქციების მონიტორინგის ჯგუფმა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დასკვნა დადო, რომ საქართველოს ყველანაირი მექანიზმი აქვს შემუშავებული სანქციების გვერდის ავლის რისკები დააიდენტიფიციროს და არ გახდეს ამის ხელშემწყობი ქვეყანა საქართველო, მე გეტყვით ამისთვის დიდ მადლობას, თქვენ და თქვენ სამთავრობო გუნდს, რომ ძალიან კარგად აწყობილი სისტემა გაქვთ. მე გეტყვით ჩვენი მოსახლეობის 80%-ის სახელით მადლობას, რომ შევძელით, თქვენ უპირველეს ყოვლისა და ჩვენ ყველამ ერთად, რომ უზრუნველგვეყო მშვიდობა იმ პირობებში, როცა ირგვლივ, 2022 წლიდან მოყოლებული, ვართ ცეცხლის ალში და ძალიან დიდი რისკია იმისა, რომ ქვეყანა იყოს ჩათრეული ამ ომში. ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ევროპული მომავლისთვის, მოდით კიდევ უფრო მეტად დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესები ისე, როგორც ამას თქვენ ახლა აკეთებთ,"-განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები