23 აგვისტო 2026,   16:58
ვრცლად
თეა წულუკიანი მესამე ევროპულ თამაშებზე ლუკა შონიას ასპარეზობას და ტურნირის დახურვის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მესამე ევროპულ თამაშებზე ლუკა შონიას ასპარეზობას და ტურნირის დახურვის ცერემონიას დაესწრო.

ლუკა შონიამ ფინალურ შეხვედრაში უკრაინის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირის დახურვის ცერემონია ჰენრიკ რეიმანის სახელობის მუნიციპალურ სტადიონზე გაიმართა. საქართველოს დელეგაციის მედროშე ტურნირის მოქმედი ვერცხლის პრიზიორი - მოკრივე ლაშა გურული იყო.

ქართველმა სპორტსმენებმა ევროპულ თამაშებზე ასპარეზობა ცხრა მედლით დაამთავრეს.

 

დღის ამბები