საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისას" დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა, პრაიდის კვირეულსა და 8 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართა.
შაქარიშვილმა იმ ტერიტორიების მესაკუთრეებს, სადაც ფესტივალი იგეგმება, მოუწოდა, არ დაუშვან ლგბტ ღონისძიების ჩატარება. ფესტივალის ჩატარების შემთხვევაში, ვატო შაქარიშვილი, შეკრების ადგილზე, მშვიდობიან პროტესტს აანონსებს.
"საჯაროდ მივმართავთ მესაკუთრეებს, სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება და აღკვეთონ ეს ე.წ. ლგბტ ფესტივალი, გარყვნილების, აღვირახსნილობის და სიცოცხლის წინააღმდეგ მომაკვდინებელი იდეოლოგიის პროპაგანდისთვის გამიზნული უდიდესი მასშტაბის ღონისძიება," - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.