08 ოქტომბერი 2024,   23:31
ვრცლად
უბედური შემთხვევა მექაში - ქვეყნის მთავარ მეჩეთს ამწე დაეცა

უბედური შემთხვევა მექაში. ქვეყნის მთავარ მეჩეთს სამშენებლო ამწე დაეცა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 107 ადამიანი, დაშავებულების რიცხვი კი 230-ს აჭარბებს.

უმრავლესობა პილიგრიმები არიან, რომლებიც მექაში ჰაჯზე ჩავიდნენ.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

წინასწარი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი ძლიერი ქარი გახდა. ვარაუდობენ, რომ სამაგრებმა ქარის შედეგად ამწეს რყევას ვერ გაუძლეს.

მომხდარის მიზეზებს საგამოძიებო ჯგუფი ადგენს.

დღის ამბები