08 ოქტომბერი 2024,   23:25
ვრცლად
ერევანში ათასობით ადამიანი ისევ ტარიფების გაზრდას აპროტესტებს

საპროტესტო აქცია ერევანში პოლიციასთან შეტაკებითა და დაკავებებით დასრულდა. ქალაქის ცენტრში ათასობით ადამიანი გამოვიდა და ისევ ტარიფების გაზრდას აპროტესტებდა.

დემონსტრანტებმა პრეზიდენტის სასახლესთან მიახლოვება სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქტივისტებმა ბაგრამიანის მოედანზე მჯდომარე აქცია მოაწყვეს და ქალაქის მთავარი მოედანი გადაკეტეს.

მომიტიგნეები არ დაემორჩილნენ ძალოვანების მოწოდებას გზის გახსნის თაობაზე, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს.

პოლიციის ინფორმაციით, ძალოვანებმა 48 ადამიანი დააკავეს.

დღის ამბები