08 ოქტომბერი 2024,   23:28
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი და სილვიო ბერლუსკონი ყირიმს სტუმრობდნენ

ვლადიმერ პუტინისა და სილვიო ბერლუსკონის ყირიმში ვიზიტს უკრაინის ხელისუფლება ეხმაურება.

კიევში აცხადებენ, რომ რუსეთის ლიდერისა და იტალიის ექს-პრემიერის ვიზიტი ანექსირებულ ყირიმში არ იყო შეთანხმებული უკრაინის ხელისუფლებასთან, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალის პრინციპებს.

საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბერლუსკონის ქმედება კატეგორიულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას და დასავლეთის პოზიციას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

სილვიო ბერლუსკონი და ვლადიმერ პუტინი ყირიმში გუშინ ჩავიდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, იტალიის ყოფილი პრემიერის ვიზიტი მეგობრულ ხასიათს ატარებდა.

დღის ამბები