08 ოქტომბერი 2024,   23:20
ვრცლად
თურქეთის სამხედრო მეთაურობამ ქალაქ სიზრეში კომენდანტის საათი გააუქმა

თურქეთის სამხედრო მეთაურობამ ქალაქ სიზრეში კომენდანტის საათი გააუქმა. შეზღუდვები, რომელიც სამხედოებმა 8 დღის წინ ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ ოპერაციის ჩასატარებლად შემოიღეს, დღეს დილიდან მოიხსნა.

კომენდანტის საათის მოქმედების დროს ქალაქში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა შეიქმნა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალაქში საკვების, წყლისა და მედიკამენტების უკმარისობაა.

სიზრეს ბლოკადის გამო შეშფოთება ევროპულმა საბჭომ გამოთქვა და ხელისუფლებას ქალაქში საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვება მოსთხოვა.

ქურთი სეპარატისტების მომხრე დეპუტატებმა განაცხადეს, რომ სიზრეში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც. თუმცა, ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაციის შედეგად მხოლოდ ერთი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

დღის ამბები