08 ოქტომბერი 2024,   23:22
ვრცლად
თურქმა მაშველებმა ღია ზღვაში 2 400-მდე მიგრანტი გადაარჩინეს

თურქმა მაშველებმა ღია ზღვაში 2400-მდე მიგრანტი გადაარჩინეს.

სანაპირო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 4 დღის განმავლობაში, ბოდრუმის, იზმირისა და აიდინის რეგიონებში 77 სამაშველო ოპერაცია ჩატარდა.

არალეგალების დიდი ნაწილი ავღანეთიდან და სირიიდან გაქცეული ხალხია, რომლებიც საბერძნეთში მოხვედრას ცდილობდნენ.

ევროკავშირის ოფიციალური მონაცემებით, ევროპის საზღვრები უკვე 430 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა.

ათასობით ადამიანი ამ დრომდე რჩება სერბეთისა და უნგრეთის საზღვარზე. ისინი ბუდაპეშტში მოხვედრას ცდილობენ, საიდანაც ავსტრიასა და გერმანიაში გადავლენ.

დიდი ნაკადის გამო უნგრეთის ხელისუფლება რადიკალურ ნაბიჯებზე ფიქრობს და მიგრანტებს, რომლებიც ქვეყნის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, დაპატიმრებით ემუქრება.

დღის ამბები