08 ოქტომბერი 2024,   23:31
ვრცლად
ბარაკ ობამა რუსეთის პოლიტიკას სირიასთან მიმართებაში "შეცდომას" უწოდებს

ბარაკ ობამა რუსეთის პოლიტიკას სირიასთან მიმართებაში "შეცდომას" უწოდებს.

განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამერიკელ სამხედროებთან შეხვედრაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა სირიაში იარაღის მიწოდებასთან ერთად ცოცხალი ძალაც გაგზავნა.

ობამას თქმით, ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერით, მოსკოვი ეს ხელს შეუშლის პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილების პოვნას.

სერგეი ლავროვის განცხადებით, დამასკოს შეიარაღება ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად სჭირდება. შესაბამისად, მოსკოვი დამასკოს, საბრძოლო საშუალებებთან ერთად, ინსტრუქტორებსაც გაუგზავნის.

დღის ამბები