08 ოქტომბერი 2024,   23:24
ვრცლად
ინდოეთში აფეთქების გამო ათობით ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში ძლიერი აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. ინცინდენტი ქალაქ პეტლავადში მოხდა.

წინასწარი ვერსიით, მრავალსართულიან კორპუსში განლაგებულ რესტორანში გაზის ბალონი აფეთქდა, რასაც ნგრევა მოჰყვა.

ტრაგედიის შედეგად 80–მდე ადამიანია დაიღუპული, 50–ზე მეტი კი დაშავდა.

CNN-ის ცნობით, აფეთქება კორპუსის სარდაფში მოხდა, სადაც სამშენებლო სამუშაოებისთვის განკუთვნილი ასაფეთქებლები ინახებოდა.

პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე შენობებიც დააზიანდა.

ნანგრევებში ათობით ადამიანია მოყოლილი. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებს ხალხის ნაგრევებიდან ამოყვანაში სამხედროებიც ეხმარებიან.

დღის ამბები