08 ოქტომბერი 2024,   23:19
ვრცლად
სტიქია კალიფორნიაში - ტყის ხანძრის გამო ევაკუაცია მიმდინარეობს

სტიქიის გამო კალიფორნიის შტატში ევაკუაცია გამოცხადდა. რამდენიმე ქალაქსა და დასახლებას ტყის ხანძარი ემუქრება. ცეცხლი უკვე მიახლოვდა საცხოვრებელ რაიონებს და 20-ზე მეტი სახლი გაანადგურა.

სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლის გავრცელებას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უწყობს ხელს.

ხანძარი სან–ანდრეასსა და საკრამენტოს ემუქრება. ქალაქებიდან სამი ათასი ადგილობრივის ევაკუაცია იგეგმება.

დღის ამბები