08 ოქტომბერი 2024,   23:21
ვრცლად
ეგვიპტეში მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა

ეგვიპტე სამთავრობო კრიზისის ზღვარზეა. ქვეყნის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. მიზეზი კორუფციული სკანდალი გახდა, რომელშიც სოფლის მეურნეობის მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები აღმოჩნდნენ გარეულები.

საქმე სახელმწიფო ქონების გასხვისებას ეხება, რამაც ბიუჯეტი 385 მილიონი დოლარით აზარალა. სოფლის მეურნეობის მინისტრი და უწყების რამდენიმე თანამშრომელი დაპატიმრებულები არიან.

საქმეს ქვეყნის პროკურატურა იძიებს, თუმცა გამოძიების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება აიკრძალა.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნა ეგვიპტის პრეზიდენტმა მიიღო და უკვე გადამდგარ პრემიერს ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა.

დღის ამბები