08 ოქტომბერი 2024,   23:27
ვრცლად
"ჩვენი ბრენდი კრიზია" - სანდრა ბალოკისა და ჯორჯ ქლუნის ახალი ფილმის პრემიერა

ტორონტოს კინოფესტივალზე სანდრა ბალოკისა და ჯორჯ ქლუნის ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა.

"ჩვენი ბრენდი კრიზია", – ასე ეწოდება კომედიურ დრამას, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავებმა მთავარი როლები შეასრულეს.

პრემიერას ტორონტოში ფილმის რეჟისორი და მთავარი როლების შემსრულებლებიც დაესწრნენ.

ფილმი გადაღებულია ამავე სახელწოდების დოკუმენტური სურათის მიხედვით, რომელიც სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან მიმართებაში ვაშინგტონის სტრატეგიაზე გვიამბობს.

ოსკაროსანი სანდრა ბალოკის გმირი ამერიკელი სპეციალისტების გუნდს ხელმძღვანელობს და ევალება, რომ ბოლივიელ პოლიტიკოსს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმაროს.

ახალი კომედიური დრამა დიდ ეკრანებზე 30 ოქტომბრიდან გამოდის.

დღის ამბები