ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, მოხარულია რომ პრეზიდენტი ერდოღანი, შვედეთის მიერთების პროტოკოლის გადაგზავნას დიდ ეროვნულ ასამბლეაში დათანხმდა.
მისი განმარტებით, ეს არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ყველა ნატო-ს მოკავშირე ქვეყნის უსაფრთხოებას სარგებელს მოუტანს.
"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ პრეზიდენტი ერდოღანი შვედეთის მიერთების პროტოკოლის გადაგზავნას დიდ ეროვნულ ასამბლეაში დათანხმდა - ის თანახმა იმუშაოს ასამბლეასთან ერთად რადგან რატიფიცირება რაც შეიძლება მალე უზრუნველვყოთ.
ეს არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ნატო-ს ყველა მოკავშირის უსაფრთხოებას, ამ კრიტიკულ მომენტში, სარგებელს მოუტანს. ეს ჩვენ ყველას გაგვაძლიერებს და უფრო დაცულს გაგვხდის.
რა თქმა უნდა, თურქეთის პარლამენტმა უნდა გაიაროს პროცესი და შემდეგ გააკეთოს საბოლოო რატიფიკაცია, ზუსტ თარიღებს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ეს არის მკაფიო ვალდებულება და პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.