"კურიერის" ინფორმაციით, დღეს "გამარჯვების პლატფორმის", "ნაციონალური მოძრაობისა" და გიორგი ვაშაძის ერთობის პრეზენტაცია მოხდება. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, ახალ გაერთიანებას გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ პარტიას "სტრატეგია აღმაშენებელთან" მჭიდრო და ინტენსიური კავშირები აქვს.
დავით კირკიტაძე ამბობს იმასაც, რომ გიორგი ვაშაძის როლი "გამარჯვების პლატფორმაში" ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება.