საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი.
"შესანიშნავი დისკუსია მქონდა ილია დარჩიაშვილთან საქართველოს პროგრესზე 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ევროკომისია მიესალმება საქართველოს ინტერესს შემდეგი კვირების განმავლობაში შემდგომი პროგრესის მისაღწევად. ამას ერთად განვიხილავთ თბილისში, მომავალ თვეში," – წერს გერტ იან კოპმანი.