20 სექტემბერი 2024,   01:15
ვრცლად
მარტყოფის ნომერ პირველი საჯარო სკოლა სექტემბრიდან სასწავლო პროცესს განახლებული ინფრასტრუქტურით დაიწყებს

მარტყოფის ნომერ პირველი საჯარო სკოლა სექტემბრიდან სასწავლო პროცესს განახლებული ინფრასტრუქტურით დაიწყებს. დაწესებულების რეაბილიტაცია დასრულებულია და მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა.

სკოლა ადაპტირებული გახდა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვისაც. რეაბილიტაციის ფარგლებში, საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, რეკრეაციული სივრცეები და სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. პროექტის ღირებულებამ ჯამში, 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

დღის ამბები