კიდევ ერთი დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შორის. პატიმარი ექსპრეზიდენტი ყოფილ თანაგუნდელს, ამჯერად ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადების გამო აკრიტიკებს.
ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტრავმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს და მაგალითად ნიკოლ ფაშინიანი მოჰყავს, რომელმაც ყარაბაღი დათმო. სააკაშვილი კი გვარამიას ისტორიის და გეოგრაფიის ცოდნასაც უწუნებს და იმასაც ამბობს, რომ გვარამიას განცხადებით საზოგადება ობიექტურად აღშფოთდა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დაპირისპირება ფასადურია, რეალურად კი ოპოზიციის შიგნით ერთიანი მიდგომებია და მათ ხელისუფლების მშვიდობიანი პოლიტიკა და შერიგების ინიციატივები აღელვებთ.
მიხეილ სააკაშვილის განცხადების არ სჯერა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს. დავით მათიკაშილის განცხადებით, სწორედ სააკაშვილის ნაბიჯების შედეგია, რომ დღეს საქართველოს ,ტერიტორიების 20%-ი რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული.
"რეალურად, ეს არის ნიანგის ცრემლები. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის სააკაშვილის დამოკიდებულება საქართველოსადმი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისადმი - მისმა მოღალატეობრივმა ნაბიჯებმა გამოიწვია სწორედ ის, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს 20% ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
სინამდვილეში ერთ აზრზე მყოფი აგენტურული ძალები, როგორ განსხვავებულ პოზიციებს დაიკავებენ, ამით არაფერი არ იცვლება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით "ნაცმოძრაობის" მოღვაწეობრივი სახე.
აგენტები ძალიან ნერვიულობენ საქართველოში, იმ მშვიდობის პოლიტიკით, სამშვიდობო ინიციატივებით, რაც გააჩნია საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით.
ომის შემდგომ ნდობის აღდგენა არის უპირველესი საფუძველთა საფუძველი იმისთვის, რომ მოხდეს ხალხთა შორის შერიგება, მოხდეს ამ პროცესის გაღრმავება და გაგრძელება, რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენა ჰქვია", - განაცხად დავით მათიკაშვილმა.