უკრაინაში, ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული პროკურატურის სპეცოპერაცია "ფორესტ გამპის" გარშემო ახალი დეტალები ხდება ცნობილი. საქმე ეხება ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, ჰერმან ჰალუშჩენკოსთვის 150 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს უკანონო წარმოშობა-ლეგალიზაციას.
გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერების მიხედვით, თანხის შეგროვებაში ბიზნესმენები, დეპუტატები და პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი. საქმეში ასევე ფიგურირებენ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირინა მუდრა, დეპუტატი ვადიმ სტოლარი და ბიზნესმენი მაქსიმ მიკიტასი.
გამოძიების მტკიცებით, "შავი ფულის" ფარული ტრანზაქციებისთვის სახელმწიფო რესურსი გამოიყენებოდა.
"ჩემთან ჩხრეკა ჩატარდა, მოგვიანებით კი ბრალი წამიყენეს და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობა გადმომცეს. უარვყოფ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ჩემი დაკავების შესახებ.
მე და ჩემი ადვოკატები მშვიდად ვემზადებით სასამართლო სხდომისთვის. გამოძიებასთან სრულად ვთანამშრომლობ და მზად ვარ, ყველა კითხვას ვუპასუხო", - წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, ირინა მუდრაია.