20 სექტემბერი 2024,   01:12
ვრცლად
ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა დაიწყო

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიმდინარეობის პროცესს დედაქალაქის მერი გაეცნო.

მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე იგეგმება სპორტული კომპლექსის მოწყობა, სამი საჩოგბურთო კორტი, საცურაო აუზი, ფიტნეს-დარბაზი, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულების სივრცეები.

ინფრასტრუქტურული პროექტი 2025 წლის პირველი ივლისისთვის დასრულდება.

"გარდა კორტებისა მოეწყობა 50 მეტრიანი საცურაო აუზი. ასევე იქნება გათვალისწინებული დასასვენებელი სივრცეები, საკვები ობიექტი. თვითონ პროექტი ვიზუალურად ძალიან ლამაზია და აღნიშნულ სივრცეს მოუხდება, ურბანული თვალსაზრისით ძალიან ლამაზია და ჩაჯდება აღნიშნულ გარემოში. 20 თვე დასჭირდება დაახლოებით სამუშაოების გაგრძელებას და ჩვენი დაპირება რაც იყო, რომ კორტები დაუბრუნდებოდა თბილისს, ეს პირობა იქნება შესრულებული," - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

დღის ამბები