18 მაისი 2024,   22:54
ვრცლად
29 ივლისს ბათუმში ბიძინა კვერნაძის ხსნოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება - მის ნაწარმოებებს ცნობილი ქართველი ვარსკვლავები შეასრულებენ

ნატვრის ხე, დათა თუთაშხია, უდიპლომო სასიძო - საკულტო ქართული ფილმების მუსიკა კიდევ ერთხელ ბათუმში გაცოცხლდება.

ზღვისპირა კურორტზე, ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, ბიძინა კვერნაძის დაწერილი კომპოზიციები მის საიუბილეო საღამოზე აჟღერდება.

29 ივლისს კომპოზიტორი 95 წლის გახდებოდა, სწორედ მის დაბადების დღეზე გადაწყდა ღონისძიება. ვარსკვლავურია იმ შემსრულებლების შემადგენლობაც, რომლებიც ბიძინა კვერნაძის კონცერტზე მის დაწერილ ნაწარმოებებს შეასრულებენ.

ბიძინა კვერნაძის სიმღერებს ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სოფო ხალვაში, კონსტანტინე ყიფიანი და ანსამბლი შვიდკაცა შეასრულებენ.

ბათუმში გამართულ საღამოზე შესრულდება ყველა ის ნაწარმოები, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულმა კომპოზიტორმა თითქმის 60 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში შექმნა.

დღის ამბები