20 სექტემბერი 2024,   01:15
ვრცლად
უნიკალური წიგნების ქურდობისთვის რიგაში საქართველოს მოქალაქე გაასამართლეს – ჩხრეკისას რამდენიმე ქვეყნის ბიბლიოთეკის ბარათი და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის მოწმობა აღმოაჩნდა

რიგის საქალაქო სასამართლომ უნიკალური წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე გაასამართლა. მსოფლიო ლიტერატურული ნაწარმოებების სამი დედანი ლიტვის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოიპარეს. 

მოპარულ წიგნებს შორის არის 1829 წელს გამოცემული ალექსანდრე პუშკინის "პოლტავა" ("Полтава"), ალექსეი კრუჩიონიჩის წიგნი "პროტესტები"  (გამოქვეყნდა 1913 წელს) და იმავე ავტორის ნაწარმოები სახელწოდებით "მზეზე".

სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს პროკურატურასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ბრალდების მხარის ინფორმაციით, მამაკაცმა და კიდევ ერთმა პირმა, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, გადაწყვიტეს ლიტვის ნაციონალური ბიბლიოთეკიდან უნიკალური და ძვირადღირებული წიგნების უკანონოდ დაუფლება. 

კონკრეტული წიგნების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ბრალდებული ცხრაჯერ მივიდა ბიბლიოთეკაში და ითხოვა სამი წიგნი, რომელთა ღირებულება 3,551 ევრო, 2,807 ევრო და 10,482 ევრო იყო.

პოლიციამ ბრალდებულის ჩხრეკისას აღმოაჩინა სხვადასხვა დოკუმენტები, მაგალითად, მათ შორის ვარშავის, სლოვაკეთის, მიუნხენის, ლიეტუვის, საფრანგეთის და უკრაინის ეროვნული ბიბლიოთეკების ბარათები. 

ასევე მას ჰქონდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის მოწმობა, საქართველოს პასპორტი და პარადობის დამადასტურებელი მოწმობა.

დღის ამბები