საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი რაჭაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და მაშველებს მხარდაჭერას უცხადებს.
მისი თქმით, ასეთ დროს ყველა პოლიტიკური აქტივობა მიუღებელი და ამორალურია.
"სანამ ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელია, ყველა ის პოლიტიკური აქტივობა, რასაც ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა სივრცეში, არის კატეგორიულად მიუღებელი და ამორალური.
ჩვენი სრული მხარდაჭერა სჭირდება დღეს მაშველებს და არამარტო მხარდაჭერა, ვისაც რითი შეგვიძლია უნდა დავეხმაროთ, ეს ჩვენი ყველას მოვალეობაა," - აცხადებს დაუშვილი.