საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ონში იმყოფება, შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
"პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო, მივუსამძიმრო ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც, საუბედუროდ, ამ დიდი ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალნენ. კიდევ ერთხელ, ვიზიარებ მათ მწუხარებას ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია და მთელი ერია გაერთიანებული ამ დიდი ტრაგედიის გარშემო," - განაცხადა პრემიერმა.