საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, შოვში, სამაშველო სამუშაოებში გვარდიის დანაყოფები ჩაერთვება.
"გადავწყვიტეთ, რომ სამაშველო სამუშაოებში ჩავრთოთ ჩვენი გვარდიის დანაყოფები, ასეული, ასევე, დასავლეთ მესამე ბრიგადის ასეულს ჩავრთავთ აღნიშნულ სამაშველო სამუშაოებში. თქვენ იცით, რომ დღეს ჩვენი გამოწვევა არის გაწმენდითი სამუშაოები და ამ სამუშაოებშიც, რა თქმა უნდა, ჩაერთვება ჯარიც. რამდენიმე საათში ჩვენ დავიწყებთ მობილიზებას. გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა, რითაც ჩამოვლენ მომზადებულები, ასევე, გვაქვს საფეხმავლო გასაშლელი ხიდები, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ," - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.