15 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ჩვენს ქვეყანას, მადლობა მაშველებს, პოლიციელებს, რომლებიც თავდაუზოგავად ებრძვიან სტიქიის შედეგებს - მამუკა მდინარაძე

"უმძიმესი ტრაგედიაა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ჩვენს ქვეყანას", - ამის შესახებ მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

"ტრაგედიით სარგებლობის, მავნებლობისა და თაღლითობის ის მასშტაბი, რასაც ორი დღე ვხედავთ, მართლა წარმოუდგენელია. სხვა შეფასება ალბათ რთულია და ახლა არც ამის დროა.

მადლობა ყველა უწყებას, მაშველებს, პოლიციელებს, რომლებიც თავდაუზოგავად და მაღალპროფესიულად ებრძვიან სტიქიის შედეგებს. მათ უკვე შეძლეს ყველა ადამიანი, რომლებთანაც კომუნიკაცია შედგა, უვნებლად გამოეყვანათ სტიქიის ზონიდან, ახლა კი ძებნის სამუშოებს აგრძელებენ დაკარგული ადამიანების პოვნის უდიდესი იმედით ", - წერს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები