საქართველოში უკრაინის საელჩო შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"საქართველოში უკრაინის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს მოძმე ქართველ ხალხს მაღალმთიან რეგიონ რაჭაში, საკურორტო სოფელ შოვში მეწყრის შედეგად ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს. ქედს ვიხრით ღრმა მწუხარებით," - ნათქვამია საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადებაში.