ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაკარგულთა უვნებლად გადარჩენის იმედს გამოთქვამს.
"ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ შოვის რაიონში მომხდარი მეწყერის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულ ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და იმედი გვაქვს დაკარგული ადამიანები უსაფრთხოდ დაუბრუნდებიან ოჯახებს," - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო