23 აგვისტო 2026,   17:26
ვრცლად
რაჭაში, სტიქიის ეპიცენტრში ძებნა-შველის სამუშაოები მესამე დღეა გრძელდება - რა ვითარებაა ტრაგედიის ადგილას ამ დროისთვის

რაჭაში, სტიქიის ეპიცენტრში ძებნა-შველის სამუშაოები უკვე მესამე დღეა გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 25 ადამიანს ეძებენ. ნაპოვნია 11 ცხედარი. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 210 მოქალაქე.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

დღის ამბები