15 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ნება მომეცით, ევროპის საბჭოს სახელით მივუსამძიმრო მეწყერის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს - მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი

ნება მომეცით, ევროპის საბჭოს სახელით მივუსამძიმრო მეწყერის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის წერილშია ნათქვამი.

როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, აფასებს მათ, ვინც უშიშრად იღწვის ადამიანების გადასარჩენად.

"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვე შოვში დამანგრეველი მეწყერის შესახებ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

ნება მომეცით, ევროპის საბჭოს სახელით მივუსამძიმრო მეწყერის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს.

დიდად ვაფასებთ მათ, ვინც უშიშრად იღწვის ადამიანების გადასარჩენად და დასახმარებლად. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

პატივისცემით, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი," - აღნიშნავს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.

დღის ამბები