სტიქიის ზონაში იმყოფება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით შეფასებაზე უმჯობესია სპეციალისტებმა ისაუბრონ.
გრძელდება ძებნის სამუშაოები. დღეს კიდევ ერთი ცხედარი იქნა ნაპოვნი მაშველების მიერ. დანარჩენი იგივე ვითარებაა - სურათი არის მძიმე. ყველა უწყება ჩართულია ამ სამუშაოებში. ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს აქტიურად. 80 ერთეული მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული და ძალიან ინტენსიური სამუშაოები ტარდება. ასევე მობილიზებული არიან მაშველები, სამხედროები. ეს არის ის სურათი რაც არსებითად გვაქვს დღეს.
რაც შეეხება შეფასებებს, ანალიზებს და ა.შ. აჯობებს, რომ ამაზე ისაუბრონ სპეციალისტებმა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ინფორმაცია, სხვადასხვა ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა ჯობს, რომ სპეციალისტებმა, ექსპერტებმა, კომპეტენტურმა ადამიანებმა ისაუბრონ ჩვენ ნაცვლად ამ ყველაფერზე," - განაცხადა კობახიძემ.