საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ევროპის საბჭო, შარშანდელთან შედარებით, წელს სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს.
პაპუაშვილის თქმით, შარშან ივნისში, საქართველოს მიმართ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს და საჭიროა წელს, საქართველო უკრაინასა და მოლდოვას გვერდით იდგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა ყველა გადაწყვეტილება, საქართველოს მიმართ იქნება უსამართლო.
"ობიექტურად, საქართველოს მიმართ იქნა მიღებული უსამართლო გადაწყვეტილება შარშან ივნისს. ლიდერი ქვეყანა დაიჩაგრა. ახლა საქმე იმაშია, ევროკავშირი ამ შემთხვევაშიც დაჩაგრავს თუ არა ლიდერს და მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას თუ მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება ეს არის იგივე დონეზე დაყენება საქართველოსი სადაც იქნებიან იმ მომენტში უკრაინა და მოლდოვა. სხვა შეგვიძლია უბრალოდ ვისაუბროთ უსამართლო გადაწყვეტილების რა დონე შეიძლება არსებობდეს. რაც შემეხება საქართველოს, ჩვენ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ვნახეთ პროგრესი, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ევროკომისიასთან და მის სხვადასხვა დანაყოფებთან, ამ რეკომენდაციების დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით და მე იმედი მაქვს, რომ ევროკომისიას ექნება სამართლიანი რეკომენდაცია, ხოლო ევროპულ საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს არის ერთადერთი მოლოდინი, რომელიც ჩვენ შეიძლება აგვქონდეს, რადგან არ შეიძლება ასე საწუწუნოდ გაუხადონ ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსი , რომელიც თავის არსით არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, მაგრამ შინაარსობრივად ეს ჯერ არ არის სი, რაც ჩვენ საბოლოო ჯამში გვინდა. გულისხმობ, მოლაპარაკებების დაწყებას და შემდეგ წევრობას", - განაცხადა პაპუაშვილმა.