02 ივნისი 2024,   12:49
ვრცლად
Yandex Go განცხადებას ავრცელებს

Yandex Go კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ FSB მიიღებს წვდომას სერვისის სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში განხორციელებული მგზავრობის მონაცემებზე.

Yandex Go-ს პრესსამსახურის ოფიციალური კომენტარი:

„რუსეთის კანონმდებლობა არ ვრცელდება საქართველოში წარმოდგენილ სერვისზე და არც ამ სერვისის მომხმარებლებზე, ვინაიდან ისინი ახორციელებენ მზავრობას და იყენებენ აპლიკაციას რუსეთის ფედერაციის საზღვებს გარეთ. ეს არ შეცვლება არც 1 სექტემბრის შემდეგ. 

ნიდერლანდური კომპანია Ridetech International B.V., რომელიც ახორციელებს Yandex Go-ს სერვისს საქართველლოში,  მომხმარებლების პერსონალური მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  და GDPR-ს სტანდარტების მიხედვით, ასევე უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტების ყველა გათვალისწინებულ უფლებას.

ისევე როგორც ადრე, მონაცემების მოთხოვნა,  რომელიც რუსეთის ფარგლებს გარეთ სერვისის ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული  შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალური მოთხოვნით და მხოლოდ დადგენილი საერთაშორისო პროცედურების ფარგლებში.

ჩვენი კომპანია იცავს უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალ სტანდარტებს, რასაც ადასტურებს საერთაშორისო საჯარო ანგარიში SOC2/3“. 

დღის ამბები