29 სექტემბერი 2024,   03:13
ვრცლად
თელ-ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

თელ-ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზის სექტორში ომის დასრულებასა და მძევლების დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.

სხვადასხვა ცნობით, აქციაზე 120 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დემონსტრანტებმა ქალაქში საპროტესტო მარში გამართეს და რამდენიმე ქუჩის ბლოკირება სცადეს. სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. არეულობის დროს რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.

 

დღის ამბები