16 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
მექსიკაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

მექსიკაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს - ფავორიტებად კლაუდია შეინბაუმი და სოჩიტლ გალვესი მიიჩნევიან.

61 წლის მეცნიერი, კლაუდია შეინბაუმი, მოქმედი პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის პროტეჟეა, 2018-2023 წლებში ის მეხიკოს მერი იყო.

მისი მთავარი კონკურენტი, სენატორი და ბიზნესმენი, სოჩიტლ გალვესია.

61 წლის გალვესი არჩევნებზე მრავალპარტიულმა კოალიციამ წარადგინა, რომლებსაც ლოპეს ობრადორის პარტია "მორენას" მმართველობის დასრულება სურთ.

დღის ამბები