29 ივნისი 2024,   11:36
ვრცლად
ისტორიაში პირველად, ირანში პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი დარეგისტრირდა

ისტორიაში პირველი ქალი, რომელიც ირანში, 28 ივნისის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირდა, ირანის პარლამენტის ყოფილი წევრი, 56 წლის ზოჰრე ელაჰიანია.

ირანში ქალებს ხმის მიცემის უფლება 1963 წლიდან, ხოლო არჩევნებში მონაწილეობის უფლება 1979 წლიდან აქვთ. ირანში ქალებს შეუძლიათ, კენჭი იყარონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ან მოხვდნენ პარლამენტში, თუმცა, პრეზიდენტობის კანდიდატად, ოფიციალურად, აქამდე არავინ დარეგისტრირებულა.

ქვეყანაში დებატები ქალების პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლების შესახებ 1990 წლიდან მიმდინარეობს. კამათს იწვევს ჩანაწერი კონსტიტუციაში, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩეს "პიროვნებებიდან", ხოლო "პიროვნების" აღსანიშნად გამოყენებულია არაბული სიტყვა "რაჯალი", რაც ითარგმნება, როგორც "კაცი" ან "ჯენტლმენი".

შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნებში ქალების მონაწილეობის მოწინააღმდეგეები სწორედ ამ სიტყვას ეყრდნობიან და ამტკიცებენ, რომ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტის დაღუპვის გამო, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი სულ 17-მა ადამიანმა გამოთქვა.

დღის ამბები