15 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
იოზვიაკის განცხადებით, ევროკომისიამ დაიწყო ანგარიშის მომზადება, სადაც რეკომენდაცია იქნება გაწევრიანებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება

საქართველოს კანდიდატის სტატუსი, უკრაინას და მოლდოვას კი მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის - რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, სწორედ ასეთ რეკომენდაციებს გასცემს ევროკომისია გაფართოების ანგარიშის მიხედვით. "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის ცნობით, დოკუმენტზე მუშაობა დაწყებულია და ის ოქტომბრის მეორე ნახევრისთვის გამოქვეყნდება. ჟურნალისტი წერს, რომ გადაწყვეტილებების მისაღებად დეკემბერში ევროკავშირის 27 წევრის კონსენსუსი კვლავ საჭირო იქნება. იოზვიაკს, ბრიუსელში საკუთარი წყაროები ჰყავს. მისი ინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში მართლდება ხოლმე, ამიტომ თბილისში, მისი განცხადებები უყურადღებოდ არ რჩება.

სამართლიანი მიდგომა სახელისუფლებო გუნდისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით, ისეთივე გადაწყვეტილების მიღება იქნება, როგორიც უკრაინის და მოლდოვას შემთხვევაში.

ოპონენტების განწყობა ისევ სკეპტიკურია. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პარტნიორების სურვილის მიუხედავად, ქვეყანას სტატუსის მიღების საშუალებას ხელისუფლება არ აძლევს. პარტიებში, რომლებმაც სამუშაო ჯგუფებს თავის დროზე ბოიკოტი გამოუცხადეს, კვლავ იმეორებენ რომ რეკომენდაციები შესრულებული არ არის.

"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ თბილისში მიმდინარე პროცესები ბრიუსელისთვის შეუმჩნეველი არ არის: მაგალითად დეპოლარიზაციის ნაწილში. უმრავლესობის წევრების თქმით, პარტნიორებმა კარგად იციან, რომ შემცირების ნაცვლად სწორედ ოპოზიცია უწყობდა ხელს პოლარიზაციის გაღრმავებას.

დეპოლარიზაციის გარდა 12 რეკომენდაციიდან შეჩერებულია სასამართლო რეფორმის და დეოლიგარქიზაციის განხილვა. ოცნება შესაბამისი სტრუქტურებიდან ამ საკითხებზე კონკრეტიკას ელოდება.

 

დღის ამბები